ლოკომოტივი ჩიხურასთან დამარცხდა

ლოკომოტივი ჩიხურასთან დამარცხდა
06/04/2019

ლოკომოტივი ჩიხურასთან დამარცხდა

კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მე7 ტურში ლოკომოტივი ნომუნალური სტუმრის რანგში საჩხერის ჩიხურას მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირიპირდა. შეხვედრა თანაბრად მიმდინარებოდა, მონაკვეთებში ლოკომოტივი ფლობდა სათამაშო უპირატესობას. კარგი შანსი ჰქონდა ზუკა დავითაშვილს, მაგრამ ახალგაზრდა შემტევმა ჩიხურას მეკარის დინო ჰამზიჩის შეცდომით ვერ ისარგებლა და მისი თავზე გადაგდების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ნომინალური მასპინძლები ცდილობდნენ შეტევას თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. გუნდებმა პირველ ნახევარში უგოლო ფრე დააფიქსირეს. 

 

მატჩის მეორე ნახევარში სურათი რადიკალურად არ შეცვლილა, ორივე გუნდი ცდილობდა აქტიურობასა და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. თანაბრად მიმდინარე შეხვედრაშე სახიფათო მომენტების სიმცირე იყო. გოლი ლოკომოტივის ფეხბურთელების შეცდომით გავიდა. ჩიხურას ორმა შემტევმა ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა საკუთარ ნახევარზე პრესინგის ქვეშ მოაქციეს, უბილავა ბურთი მეკარეს დაუგორა, ბულისკერიამ პოზიცია არასწორად შეარჩია რითაც ჩიხურას შემტევმა ბიძინა მახარობლიძემ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ ლოკომოტივი გათანაბრებას ეცადა. რამდენჯერმე შორიდან დაარტყეს რკინიგზელებმა, საჯარმოში ჩაწოდებებს კი ჰამზიჩი და მცველები იგერიებდნენ. საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოხერხდა და ლოკომოტივმა მინიმალური ანგარიშით წააგო. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, კირკიტაძე, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა, სამურკასოვი, შონია, კობახიძე, არდაზიშვილი, კიკაბიძე, სიხარულიძე.

სათადარიგო: შეროზია, ძებნიაური, ჯიქია, ოზბეთელაშვილი, კომახიძე, გოროზია, ბუიღლიშვილი.

more news