ლოკომოტივი შუქურასთან მატჩს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული დადებითი ბალანსით ხვდება

ლოკომოტივი შუქურასთან მატჩს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული დადებითი ბალანსით ხვდება
22/07/2023

ლოკომოტივი შუქურასთან მატჩს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული დადებითი ბალანსით ხვდება

დღეს, 22 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე მიხელ მესხი 2-ზე თბილისის ლოკომოტივი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრაში ქობულეთის შუქურას შეხვდება.

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული დადებითი ბალანსით ხვდება. ბოლოს ლოკო შუქურას 2022 წლის სექტემბერში, თასის გათამაშებაში დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

 

საერთო ჯამში, ლოკომოტივსა და შუქურას ერთმანეთის წინააღმდეგ 13-ჯერ უთამაშიათ. 7-ჯერ გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3-ჯერ ქობულეთელებმა მოიგეს.

 

გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ ეროვნულ ჩემპიონატში (ეროვნული ლიგა) შეხვდნენ, ხოლო ერთხელ, როგორც უკვე გავიხსენეთ, თასზე ითამაშეს.

 

მიხეილ მესხი 2-ზე ჩასატარებელ მატჩზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალია.

more news